“ქვეყანა ისე გააღატაკეს და დააქციეს რომ…პრაქტიკულად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ივანიშვილის გასვლაზე, პოლიტიკიდან გავიდა , იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა და სახელმწიფო აღარ დარჩა. შეიქმნა კორპორაცია, რომელშიც გამყრელიძეები არიან ჩართულები მამა-შვილი და არიან კიდე ბევრი. ამ ქვეყანას პერსპექტივა აღარ აქვს. ხალხმა უნდა დაინახოს, მათი გაღატაკების მთავარი მიზეზი რა არის, ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო”-აცხადებს დავით ჭიჭინაძე “საჯარო პოლიტიკაში”.