გურული ქალის ჩაცმულობა
.
პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ბორის კუსტოდიევი (შემდეგში ცნობილი რუსი მხატვარი), რომელიც ოზურგეთს 1897 წელს სტუმრობდა დედამისისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ დიდი მცდელობის შედეგად ძვლივს დაითანხმა გურული დიდგვაროვანი ქალი დახატა იგი, მაგრამ აქვე წერს, რომ მიუხედავად ქალის სილამაზისა მისი დახატვის სურვილი გაუჩინა ქალის გასაოცარმა კაბამ. მიუხედავად იმისა, რომ კუსტოდიევის ოზურგეთული ჩანახატები მოვიძიე დედის წერილში მითითებული გურული ქალის ჩანახატი ვერ ვიპოვე.
.
უკრაინული წარმოშობის ქართველი მხატვარ-გრაფიკოსისა და ეთნოგრაფის ნინო ბრაილაშვილი (ბრაილოვსკაია), ჩანახატებში არის მე-19 საუკუნის ორმოციანი წლების კაბა, რაც საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ კუსტოდიევის ნათქვამში.
.
ნინო ბრაილაშვილის ნახატი – ნინო გუნია მე-19 საუკუნის ორმოციანი წლების გურულ კაბაში
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა