“თვალებში ჩახედეთ პოლიციელებს, მათ არ უნდათ აქ დგომა, მათ არ უნდათ ჩვენი დარბევა” – ამის შესახებ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილემ განაცხადა.
“გადახედეთ პოლიციას, არავის არ უნდა ჩვენი დარბევა, ეს არის ჩვენი გამარჯვება”- თქვა სტუდენტმა.
ახალგაზრდები ოცნებას ეუბნებიან, რომ ბოლომდე იბრძოლებენ – “ან ფარით, ან ფარზე, ამათ აუცილებლად დავასრულებთ” – ამბობს ახალგაზრდა.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა, არიან დაშავებულები. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ძალის გამოყენებას.
პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირიც დააკავა.