“სირცხვილი!” – რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელის მცდელობას, დაეცვა გამჭვირვალობის კანონის მიმღები ხელისუფლება, ხმაური მოჰყვა

დღეს, DAAD-ისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივ ღონისძიებაზე, გერმანიის ელჩის განცხადებას, რომ საქართველომ სამწუხაროდ ევროპული გზიდან გადაუხვია, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის რეაქცია მოჰყვა.

თეიმურაზ დოჭვირმა ელჩი ფაქტობრივად არაინფორმირებულობაში დაადანაშაულა და “თარჯიმნის გამოცვლა” ურჩია. დოჭვირი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს “ევროპული კურსისთვის არ გადაუხვევია”. მის პასუხს და ელჩზე თავდასხმის მცდელობას დარბახში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

“ბატონო ელჩო, როგორც ჩანს, თქვენამდე სწორი ინფორმაცია არ მოდის და ძალიან გთხოვთ, ან თარჯიმანი გამოცვალოთ, ან კონსუკტანტი” – მიმართა მან ელჩს.

“სირცხვილი” “დაასრულეთ” – ისმოდა დარბაზში.

მეტიც, ხელისუფლების მხარდამჭერი რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელმა დარბაზში გამოკითხვის ჩატარება სცადა და ახალგაზრდებს სთხოვა, ტაშის გამოხატვით დაეფიქსირებინათ პოზიცია თუ ფიქრობდნენ, რომ საქართველომ ევროპულ კურსს არ გადაახვიათუმცა ის დარბაზში მარტო უკრავდა ტაშს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share