მაკვანეთში ჩაწერილი ქალვაჟიანი
.
ვაჟი:
.
ალამბარსა და რიონსა
დავყობ პირსა და ყლაპს უზამ;
ასსა ლიტრას შვილდს მოვზიდავ
ცას შევტყორცნი და ფშვნას უზამ.
ქვეყანას პანღურს ამოვკრავ
შევაშინებ და ზაფთს უზამ;
ვაჟი ვარ ამის მომქმედი
აწ, ქალო, შენს ქმარს რას ვუზამ?!
.
ქალი ვაჟს:
.
ვაჟო, სად იყავ აქამდის,
როცა არ ვიყავ ქმროსანი?
მე ღმერთმა ქმარი მიბოძა,
ლაღი, მოლაშქრე, ყმოსანი;
შევა და აბჯარს ჩაიცვამს,
გამოვა ქარქაშოსანი;
შენისთანას ათასს ჩამოყრის
შიშველი პერანგოსანი.
.
– ჩაწერილი სოფელ მაკვანეთში ნ. ჯანაშიას მიერ, გამოქვენებულია 1896 წელს ჟურნალ “მოაბეში” (#4);
– ფოტოზე თავადის ქალი ნაკაშიძე (ტექსტთან ფოტოს არა აქვს კავშირი)
კახა ჩავლეშვილი