რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში Су-34 ტიპის ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენი საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
“სერაფიმოვიჩის რაიონის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ, რომლებშიც ტყის ზემოთ კვამლი ჩანს”. – წერს რუსული მედია Baza.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო და პილოტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვარდნის წინასწარ მიზეზად ტექნიკური ხარვეზი სახელდება.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости-ც ავრცელებს.