“ერი ერთიანია და 26 ოქტომბერს ამ ერთიანობით ჩვენ ვიმარჯვებთ”- ამის შესახებ გიორგი ვაშაძე “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ცვლილებების არჩევანი, ეს არის ის არჩევნები, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე.
”დავდივართ ხალხში და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხალხთან ერთად და დიახ მჯერა, რომ ხალხის პრობლემებს მოვაგვარებთ. გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, დაბალი პენსია, მაღალპროცენტიანი სესხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, გამოსავალი ამ ყველაფერზე არის ევროკავშირი.
26 ოქტომებერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დიდი ნაბიჯი საქართველომ გადადგას. ეს არის ცვლილებების არჩევანი, ეს არის ის არჩევნები, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე, ეს არის მომავლის გამარჯვება წარსულზე და ეს არის გაერთიანების არჩევნები.
შევრიგდეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ხალხისგან გამოხმაურებაა ძალიან კარგი, პოზიტიური და მადლობა მინდა ვუთხრა იმ გამამხნევებელი სიტყვებისთვის, რასაც ჩვენ ვისმენთ ქართველი ამომრჩევლისგან.ერი ერთიანია და 26 ოქტომბერს ამ ერთიანობით ჩვენ ვიმარჯვებთ”- განაცხადა ვაშაძემ.