უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ დღეს, 15 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინამ პირველი სამხედრო კომენდატურა ჩამოაყალიბა.
“კურსკის ოლქის ტერიტორიაზე დასრულებულია სუჯასა და კიდევ სამ დასახლებაში მტრების მოძებნა და განადგურება. კანონისა და წესრიგის შესანარჩუნებლად, და კონტროლირებად ტერიტორიებზე მოსახლეობის საჭიროებებისთვის პრიორიტეტის მისანიჭებლად შექმნილია სამხედრო კომენდატურა, რომლის მეთაურად გენერალ-მაიორი მოსკალევი დაინიშნა”. – განაცხადა სირსკიმ მიმართვისას.