12 წლის თავზე ყველას მობეზრებული აქვს “ქართული ოცნება”. ამ 12 წლის თავზე ყველა გრძნობს სიღარიბეს, სიდუხჭირეს, იმ უპერსპექტივობას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ”ქვეყანაში გააჩინა – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე რეგიონებსა და თბილისში ხალხის განწყობებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველას მოთხოვნაა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს.
”2 კვირა ვიყავით რეგიონებში, შეიძლება ცოტა მეტიც. თბილისშიც ვმუშაობდით ცხადია, მაგრამ დღეს რეგიონები არ გვაქვს, დღეს თბილისში გვაქვს შეხვედრები, დღეს საღამოს გვაქვს შეხვედრები საბურთალოზე.
განწყობა არის დადებითი, ხალხისგან მოთხოვნა არის ერთიანობაზე, ცვლილებებზე, ასევე საქართველოს დაუბრუნდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსზე.
12 წლის თავზე ყველას მობეზრებული აქვს “ქართული ოცნება”. ამ 12 წლის თავზე ყველა გრძნობს სიღარიბეს, სიდუხჭირეს, იმ უპერსპექტივობას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ”ქვეყანაში გააჩინა.
დედოფლისწყაროდან ბეშუმამდე სადაც ვიყავით ყველგან ერთიდაიგივე განწყობა გვხდება. ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ შეცვალოს ხელისუფლება.”- ამბობს გია ჯაფარიძე.