“ეშმაკის მათრახი” 1908 წელი; #25;
გურული სცენა
ამერიკელები ლანჩხუთში
-გამარჯობა ირაკლი! ასე მალე მეიარე კაცო ამერიკა?
-ყბას ნუ მიქცევ ჩემი ძამიეი, რას მეყაშმიერები, მე რაღა ხანჭკისმორება მინდა!?
-რა იყო შე კაცო, რავა ნაჯინჭვლი დათვივით ხარ გაკუჭებული?
-რა იყო და დიმიტრაის ამოგდება, მისი დაფსება, მისი დაღუპვა იყო!
-ვინ დიმიტრაი იყო აფხანიკო! რაცხა ჭორად ქე მითხრეს მარა არ დამიჯერია, ვიფიქრე მოპროტვლილია მეთქი, ერთი ძირდადგმულად მითხარი თუ ძმა ხარ!
-ვინ დიმიტრაი და, ჩვენი დიმიტრაი ბებურაი ცინცაძის ბიჭი. ლანჩხუთელი ნამამასახლისევი დიმიტრაი, უწინ ქურდი და ხუნხუზი რომ იყო იგი და ახლა იმფერი დიმიტრობა დეიჩემა, რომ დიმიტრაი მგელაძე მასთან მონაგონი არაა, დიმიტრაი მგელაძე დიმიტრა ცინცაძემ იჩერში ჩააგდო. გააფასა, ჩაარემიზა, ვაი დედა მის რაფერ მოგვატყუა, რაფერი საჯაყი საქმე გვიქნა!!.
-ნუ გადამაღირსებ თუ ძმა ხარ, თუ მიჩივი ქე მითხარი თვარა შენზე ჯვარის დასაწერად არ მცალია!
-რაფერ გითხრა შე კაცო, რა ენაპირი მოსთქვამს ჩვენ რომ საქმე წაგვკიდა, გაგვცალა სულიან-ხორციანებ… შვიდი რვა წელიწადი იქნება დიმიტრაი ამერიკაში წევიდა, საცხა დიდი ცირკიაო იმაში თამაშობდა – ცხენზე სკიპარჭულას შობოდა. ჩამევიდა ახლა, მარა რა ჩამევიდა, გადიდკაცებული, გაჭკვიანებული ფრანგის კონწოლივით, გრაინცის ენაზე ჩუუკარტიჩკებია მისი ვიზიტნი კვრტიჩკა. დუუწერია ზედ „რუსინ, კაზაკ, კაპიტან დიმიტრი ბებურიჩ ცინცაძეო“. კიდევ კაი გურია რომ არ მოიჯაყა და გურული ვარო არ გაამჟღავნა.
მოგვიყარა თავი ლანჩხუთში პაწეი შეხედულად ვარგოდით და ცხენზე შეჯდომა უნადოთ შეგვეძლო. გვითხრა, წამოით ჩემთან ამერიკაში და გაგაკეტებთო, მარა 10 კაცის მეტს ვერ წევიყვანო, დივეტორღეთ ერთი მეორეს, ვისესხეთ, ვივალეთ და ამ სიკეთიზა ქრთამად მივეცით ათმა კაცმა ას-ასი მანეთი. მერე თქვა მივიწერე ამერიკაში და ნება მომცეს 20 კაცი წაგიყვანოთო, კიდო იშონა ჩვენსავით აბდალაი 10 კაცი, მიიღო კიდევ ათასი მანეთი, ასე ამ რიგათ შეიმასქნა ორი ატასი მანეთი, უნაგირი აქაური, აზიატსკი კაი გაწყობილი უნდა წამეიღოვო. ამით ერთი შვიდი კაცი მუატყუა. ერთს უთხრა აქედან რას ათრევ უნაგირს, მე მაქ იქინეი შენდა და ხუთ თუმნად მოგცემ, ოღონდ ეს სხვას არ უთხრა და არ მომამდუროო. ასე ერთი უნაგირი შვიდი გზობა გაყიდა და შვიდჯერ სუთი თუმანი შეგვაქუცა.
დავყიდეთ თუ რამე გაგვაჩნდა, მაგალითად ნიკო ჭყონიამ, პაწე ნიკომ, დიდი არ გეგონოთ, გაყიდა ორი ძროხა, უღლათ კამბეჩები, ერთი ცხენი, ექვსი ქცევა ტყეი, მე გავყიდე ოდა, სახლი, ხარი, ურემი, ესოფა შვიდობაძემ, ძროხა, ხარი, ურემი სხვა კიდევ დააგირავა. ესე ჯორბენაძე – სტრელშიკი იყო ბათუმში, დაკარგა – დიეთხუა ადგილს, გაყიდა ყოლიფერი, ისესხა სამასი ტლიკვი მანეთი, ილიკო გიორგაძემ გაყიდა ნემეცკი ძროხა, დღეში თექსმეტ-თექსმეტ ყველს იწველებოდა, მოსე მშვიდობაძემ მოშალა მთელი საცხოვრებელი, გაყიდა, ცოლი გამომთხოვს ჩააბარა, იასონ ანთაძემ გაყიდა ერთი უღელი მარჩენალი კამბეჩები, სხვა კიდევ ისესხა ორი აბაზის კვალობაზე.
ასე ბევრმა დაკარგა მთელი საცხოვრებელი იმ იმედით, რომ აწი გავკეთდებით, თვეში ასოცი მანეთი გვექნებაო.
ევედით ქუთაისში, გავაძვირეთ სირმა, გამივეწყვეთ კუბოსავით, დავხარჯეთ სამსამი თუმანი, ევიღეთ ბაშფორთები, გამოვაწყვეთ უნაგირები, გამოვემშვიდობეთ ცოლ-შვილს და გავემგზავრეთ გრაინცაში, სტანციაში დიმიტრიმ გვითხრა, მომეცით თითომ შვიდ-შვიდი თუმანი და ყველაის ბილეთს მე ევიღებ პირდაპირო, მივართვით, იმან თურმე მარტვაი ბალაჯარამდე ეიღო, აგი რა ვიცოდით, რაფერ გვეფსებოდა თვალი….
დუუფშვიტინა პოეზდმა, დუუფშვიტინეთ ჩვენც, შემოვძახეთ ხმამაღლა ხასანბეგურაი და გავწიეთ,
ევედით ბალაჯარაში და ამ რიგათ დიმიტრიანებ შევიქენით 25 კაცი. აქანაი ქარ გაგვიშპა საცხა ჩვენი კაპიტანი, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, მისი ასავალ – დასავალი ვეფერი ვერ გევიგეთ. ხან აღმა ვსტკუცეთ ტელეგრამა, ხან დაღმა, მარა არსად არ გამოჩდა.
რაღას ვიზამდით, მოგვენთო ცეცხლი გულზე, ევედით ბაქოში, ვისესხეთ ფული და ცხვირ დაშვებული წამოვედით შინ. იქითობას რომ ხასანბეგურას ვმღეროდით, აქეთობას წამუუზარეთ და მეგრული ვაი დედავ ჩქიმი ბრალი ჩქიმი ცოდვა ვიმღერეთ: „ჩქიმი ცხენი, ჩქიმი ძროხა, ჩქიმი კამბეჩი, ჩქიმი ვექსილი დასახსნელი, მოჯაყული, მოკიცხული, ვაი საბრალო, საბრალო, საღა გავაპჭყირო თვალი!“
-ახია და მართებული! მალადეც დიმიტრა ბიჭო!, რაც მოგივა დავითა, ყველა შენი თავითაო, ნასმამასახლისარი კაცი, რომ გამოსულქისინებული იქნებოდა აგი რეიზა არ იცოდით, კამბეჩებს და ხარებს რომ ჩერეზ ტიომნში ტიომნად მიდიოდით, ვარესი რეიზა არ გიქნათ, ჩემო ძამია გამდიდრება და მუშაობა ვისაც უნდა, იგი არც უღლის ხარ-კამეჩს გაყიდის. კიდევ კაი რომ ამ სააღდგომოთ გამოწყობილი დარჩით,
-??
პიტნა