გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი – კობახიძე

”თქვენ იცით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ  ისეთი რამ, რაც თვისებრივად არ მიესადაგება ქართულ კულტურას – ეს არის საყოველთაო სიძულვილი, ეს არის მოჭარბებული აგრესია, ეს არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც მთლიანად გარედან არის ხელოვნურად თავს მოხვეული, მაგრამ მერე აქეთ გვსაყვედურობენ.

ნიშანდობლივია, რომ ამ სიძულვილმა, აგრესიამ და პოლარიზაციამ, ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და დიდი მადლობა თითოელ თქვენგანს ამისთვის” –

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ”ქართული ოცნების”  საარჩევნო კამპანიის რეგიონალური ღონისძიებისას ამროლაურში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share