”თქვენ ხედავთ, ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის დადებითი შეფასებები, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან – ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.
თუ თავისი შინაარსით პოლიტიკური პარტია არის ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-კონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც კი არის ეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სპექტრში.
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად.
[…] ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას და ამ შემთხვევაში, საუბარია კრებსით მოძრაობაზე – არ მიეცეს ანტი-სახელმწიფოებრივი საქმიანობის გაგრძელების საშუალება.”