პარტიები იკრძალება უკრაინაშიც, ამას ევროკავშირისგან დადებითი შეფასებები აქვს – კობახიძე

”თქვენ  ხედავთ, ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის დადებითი შეფასებები, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან – ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.

თუ თავისი შინაარსით პოლიტიკური პარტია არის ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-კონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც კი არის ეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სპექტრში.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად.

[…] ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას და ამ შემთხვევაში, საუბარია კრებსით მოძრაობაზე – არ მიეცეს ანტი-სახელმწიფოებრივი საქმიანობის გაგრძელების საშუალება.”

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share