ივანიშვილი “ოცნებამ“ თაფლიდან ამოიღო და ლენინის ფიტულივით დაატარებენ, შუშის კოლბაში ჩასმულს,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ “ტვ პირველის “ ეთერში განაცხადა.
კუპრაძემ ივანიშვილის ძველი გამოსვლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ახლა ესეც აღარ შველის და “მისი გამოჩენით, ცდილობენ ვიღაცები დააბრმავონ.“
”ივანიშვილს წლების განმავლობაში მალავდნენ და არათუ რეგიონ-რეგიონ ატრებდნენ, ის საერთოდ არ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ტელეეთერებსაც ემალებოდა, ახლა ვხედავთ, რომ ივანიშვილი “ოცნებამ“ თაფლიდან ამოიღო და ლენინის ფიტულივით დაატარებენ, შუშის კოლბაში ჩასმულს.
ქვეყნის მთავარი პირი, პრემიერი დგას მოშიშვლებული, ჯებირების გარეშე და კოლბაში უზით ივანიშვილი, რომლის ფუნქცია ამ ქვეყანაში ვერავინ გაიგო. მისი პირველი ნომრობა არის ერთადერთი ნიშანი, რომ “ოცნება“ აგებს. ერთადერთხელ გამოიყვანეს ის, აცრემლებული სახით და ათხოვნინეს, ერთი შანსი კიდევ მომეცითო, ახლა ესეც არ ჰყოფნით და დაატარებენ რაიონ-რაიონ. როცა ამ ქვეყანას მართლა უჭირდა, ბუნებრივი კატასტროფები ხდებოდა, გადამწყვეტი პოლიტიკური ამბები იყო, მაშინ არ გამოჩენილა. იცის, რომ წინასწარ წაგებული აქვს არჩევნები და ცდილობს, საკუთარი თავის გამოჩენით ვიღაცეები დააბრმავოს“- განაცხადა კუპრაძემ.