იოსელიანი საღებავის შესხმაზე: ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ქმედება, რაც ვნახეთ

”ვაფასებ მკვეთარდ უარყოფითად. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელი არის ნებისმეირი შემთხვევა, რომელიც მიმართული არის ადამიანის წინააღმდეგ. ეს მორალურადაც გაუმართლებელია და ჩემთვის ადამიანი, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას, უნდა მიეცეს [შესაძლებლობა], შეასრულოს თავის საქმე კანონის ფარგლებში, თანმიმდევრულად. […] ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ”-

თქვა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share