გურიის მოამბე

დღეს ოზურგეთს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ეწვევა – კალანდობა შემოქმედში

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გურიას, თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ეწვევა
არაღიარებული, უკანონო ე.წ.  პრეზიდენტი, გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, საკალანდო რიტუალში მიიღებს მონაწილეობას.
✨ ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათიდან გიწვევთ და გელით ყველას სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში – #ერთად აღვნიშნოთ კალანდა!
⭐️ 17:00 საათი • ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა;
⭐️ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები;
⭐️ კულინარიული მასტერკლასი; გურული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება;
⭐️ ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა;
⭐️ 20:00 საათი • ჯგუფ “Reggaeon”-ის კონცერტი;
🚌 გმირთა მოედნიდან – სოფელ შემოქმედის მიმართულებით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს 17:00 საათიდან, ღონისძიების დასრულებამდე უფასოდ მოემსახურება.
🎄ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ კალანდას!
ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share