გურიის მოამბე

ეს პროტესტი აჩვენებს ქართული თეატრის ერთობას – დათა თავაძე

თეატრის დღეს თეატრალები ქუჩაში გამოვიდნენ – ხელოვანები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს პროტესტი აჩვენებს ქართული თეატრის ერთობას.

რეჟისორი დათა თავაძე აცხადებს, რომ “თეატრი არის ყველაზე დიდხანს გაფიცული სფერო ამ პროტესტის მანძილზე“.

“ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს რაოდენობას, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარში, რაც გვინახავს“, – ამბობს თავაძე.

”ეს პროტესტი აჩვენებს ქართული თეატრის ერთობას. ერთობას ამ მომენტში, როცა ჩვენ, პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 14 იანვარი, რომელიც არის ქართული თეატრის დღე, არასდროს არ აღნიშნულა ასე სახალხოდ. ეს იყო ყოველთვის მაყურებლის გარეშე. დღეს თეატრი დგას მაყურებლის გვერდზე. პრაქტიკულად, თეატრი აგრძელებს თავისი მთავარი ფუნქციების შერულებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ თეატრის შენობაში. ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს რაოდენობას, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარში, რაც გვინახავს. ასევე, თეატრი არის ყველაზე დიდხანს გაფიცული სფერო ამ პროტესტის მანძილზე, – ამბობს რეჟისორი დათა თავაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share