მზია ამაღლობელის სასამართლოს გამოეხმაურა მარია რესა, ვისი წიგნითაც ჟურნალისტი დღეს პროცესზე მივიდა

ნობელის პრემიის მფლობელი, ფილიპინელი ჟურნალისტი, მარია რესა,  “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა, რომლის წიგნითაც – “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” ჟურნალისტი დღევანდელ პროცესზე მივიდა.

მარია რესამ პლატფორმა X-ზე გააზიარა პოსტები, რომელსაც დართული აქვს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის ფოტოები.

”საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… [ეს] წარმოუდგენელია #თავისუფლებასაქართველოს“, -წერს მარია რესა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share