გურიის მოამბე

“გახარიამ პასუხი მიიღო” – კობახიძე

“ქართული ოცნების” რემიერ მინისტრი  გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება.

ირაკლი კობახიძე კამერების წინ ამტკიცებს, რომ “ძალადობრივი დაპირისპირება” პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა დაიწყო – “ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი”.

”ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე. როდესაც ხარ ნაცი და ხარ ჯაშუში, გაქვს თმენის ვალდებულება. როდესაც გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ჯაშუში, ამას უნდა შეხვდე თმენით. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა”, – ამბობს ირაკლი კობახიძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share