ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი.
მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 0.11%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 45.90 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.03 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 4.32%-ით გაიზარდა.
“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.24%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 32.00 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.79 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 12.08%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება “საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 0.33%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 12.00 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 466.38 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 14.29%-ით გაიზარდა.
BMG