ოზურგეთში უკვე მესამე დღეა თოვს. უამინდობამ და უხვმა ნალექმა, ადგილზე პრობლემები შექმნა. როგორც “გურიის მოამბესთან” ოზურგეთის მერის პრესსამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ დროისთვის შედარებით რთული მდგომარეობა შავიზღვისპირა ზოლთან არსებულ სოფლებშია:”
“აქეთ არანაირი პრობლემა არ არის, უფრო ზღვისპირა სოფლებშია პრობლემა: თხინვალი, კონჭკათი, ნატანები, შრომა. ცენტრალური გზა ყველგან გუშინვე გაიწმინდა და პრობლემა აღარ დგას, თუმცა ნატანებში დარჩენილია შიდა საუბნო გზა, რთული მონკავეთი, სადაც ახლა ტექნიკა მუშაობს. ნატანებს ამ დილას აღუდგა ბუნებრივი აირის მიწოდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, რამდენიმე სოფელში პრობლემაა უკვე მესამე დღეა, ეს არის ჯუმათი ნაწილობრივ, სილაური ნაწილობრივ, ბაილეთი, ნატანები შრომა, თხინვალი, კონჭკათი. ადგილზე ტექნიკური ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და დღეს საღამომდე აღუდგებათ ენერგომომარაგება”.-გვითხრა ეკატერინე მგელაძემ.