ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები 26 მაისს, თბილისში იქნებიან. ინფორმაციას “ევროსკოპი” ავრცელებს.
სიაში შემდეგი დეპუტატები შედიან: ადრიან ვასკეს ლაზარა, რასა იუკნევიჩიენე, კატარინა ვიერია, ნაჩო სანჩეს ამორი და მატიუ ვალეტი.
გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტარებს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრები ექნებათ, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველთან.