რა თემაზე შედგა შეხვედრა ბოჭორიშვილთან? – საელჩო განმარტებებს აკეთებს

რა თემაზე შედგა შეხვედრა “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, უაით ტოლკეს შორის? – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განმარტებებს აკეთებს.

განცხადების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას “ქართული ოცნების” მთავრობამ, რათა დაამტკიცოს, რომ იგი ურთიერთობის გაუმჯობესებას სერიოზულად უყურებს.

”დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა.

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად.

შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალობა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად”, – წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის,  ინფორმაცია, რომ უაით ტოლკე „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, მაკა ბოჭორიშვილის უწყებამ გაავრცელა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ შეხვედრას ელჩი რობინ დანიგანიც ესწრებოდა, რომელიც თანამდებობას ივლისში ტოვებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights