როგორ დასაჯეს ამბაკო შალიკაშვილი და სიმონ ჭყონია
.
1841 წლის გურიის აჯანყებაში მონაწილე პირთა სასამართლოს მთელი პროცედურა ქუთაიში ჩატარდა დახურულ კარებში და ფრიად საიდუმლოდ. სასამართლო დაიწყო 3 თებერვალს და დამთავრდა 1842 წლის 13 მარტს. „დამნაშავეები“ დაყოფილი იყვნენ თანრიგის მიხედვით ანუ იმის მიხედვით თუ რა „სიმძმის“ იყო მათი „დანაშაული“. პირველი თანრიგის ანუ აჯანყებაში ყველაზე დიდი როლის შემსრულებელებად მიჩნეული იყვნენ:
.
პრაპორშჩიკი თავადი ამბაკო შალიკაშვილი
აზნაური სიმონ ჭყონია
აზნაური სიმონ ქარცივაძე
ქაიხოსრო გუგუნავა (თავად ყასიმ გუგუნავას უკანონო შვილი)
.
სასამართლოს განაჩენი ასეთი გახლდათ:
.
„თავად შალიკაშვილს, აზნაურ ჭყონიას და ქაიხოსრო გუგუნავას აეყაროთ ყოველგვარი ღირსება. პირველს ჯალათის მიერ თავზე: გადაემტვრეს ხმალი, ხოლო ქაიხოსრო გუგუნავა დაისაჯოს შპიცრუთენებით ორჯერ ხუთას კაცში გატარებით. სამივე გაიგზავნოს ციმბირს საკტორღო მუშაობისთვის: შალიკაშვილს და ჭყონიას ჩამოერთვათ ხაზინის სასარგებლოდ ქონება. აზნაური სიმონ ქარცივაძე კი განთავისუფლებულ იქნას სასჯელისაგან და გამოშვებული თავდებისადმი ჩაბარებით.“
.
გ. ხაჭაპურიძე ქარცივაძესთან დაკავშირებით აღნიშნავს – „ქარცივაძე დროზე გადავიდა რუსების მხარეზე, მონაწილეობდა აჯანყების ჩაქრობასა და ბრალდებულთა დაჭერაში.“
.
– მომზადებულია შემდეგი წყაროს მიხედვით – გ. ხაჭაპურიძის „გურიის აჯანყება 1841 წელს“ (1931)
– ნახატი – ჯანყი გურიაში უთანსაწორო ბრძოლა – დიმიტრი გორდელაძე

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა