ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ – მეუფე ნიკოლოზი ნიკა მელიას დაკავებაზე

ცალსახად ემიჯნება ეკლესია ძალადობას, ყოველთვის ყველანაირი ფორმით, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას “მთავარ არხთან” განაცხადა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ქვეყანაში სამართლებრივად უნდა გადაწყდეს ყველაფერი და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

,,ცალსახად ემიჯნება ეკლესია ძალადობას, ყოველთვის ყველანაირი ფორმით, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ყველას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ და ეს ადვილი არ არის. ჯერ ამის გაგება რას ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო, მერე როგორ მივაღწიოთ სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლებრივად გადაწყდეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, დამნაშავე დაკავებული უნდა იყოს და უნდა გაირკვეს სამართლებრივად ეს ყველაფერი. მაგრამ ნუ ძნელია რაღაცის თქმა. მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა და ყველას მინდა მოვუწოდო – ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ, შეიძლება კანონიც დაირღვეს, მოხდეს ასე ამაზე შიძლება რეაგირებაც იყოს, შეიძლება ეს რეაგირება გადამეტებული იყოს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვსწავლობთ, ახლა ვიწყებთ, ფაქტიურად სამართლებრივ სახელმწიფოს შექმნას”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა ,,მთავარ არხთან”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share