გურიის მოამბე

ადამიანებს რომლებიც მომაკვდავ მშობლებთან ვერ ჩამოდიან თხოვთ ჩამოვიდნენ ხმის მისაცემად

“აი ესეთ ხალხს თხოვთ ჩამოვიდნენ ხმის მისაცემად, ადამიანებს რომლებიც მომაკვდავ მშობლებთან ვერ ჩამოდიან. თქვენსავით საშოპინგოდ კი არ წასულან. წავიდნენ იმიტომ, რომ ოჯახები გადაერჩინათ” ფეისბუკმომხმარებელი

ადრე დავწერე დედაჩემი როგორ და რატომ წავიდა ქვეყნიდან. არ წასულა იმიტომ,
რომ ევროპაში უნდოდა ცხოვრება, წავიდა გაჭირვების გამო, დამტოვა მე 17 წლის ასაკში და შვილმკვდარი დედა. ბებიაჩემისთვის დედაჩემი იყო ყველაფერი. ერთი საათით რომ დააგვიანდებოდა, სახლში ხდებოდა ტრაგედია…. დედაჩემის წასვლის მერე, ხშირად დამინახავს მისი ცრემლიანი თვალები, დარდობდა იმაზე, რომ შვილს ვეღარასდროს ნახავდა.
მოკლედ დედას წასვლიდან, რამოდენიმე წელიწადში ბებიას დაუდგინეს სიმსივნე😔
მე რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ შვილის ზრუნვას ვერ შევუცვლიდი. მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ თავისი შვილი ენახა. ძალიან ბევრი იწვალა დედამ, რომ ჩამოსულიყო.
ჩამოვიდა, მაგრამ დედა დახვდა უკვე გათიშულ მდგომარეობაში. არავინ იცის იგრძნო თუ არა შვილის ჩამოსვლა, მიხვდა თუ არა რომ მისი შვილი დაბრუნდა მასთან დასამშვიდობებლად. ძალიან რთულია ჩემთვის ამის გახსენება. ალბათ დედა შენთვისაც. ბოდიში რომ ვწერ😔
აი ესეთ ხალხს თხოვთ ჩამოვიდნენ ხმის მისაცემად, ადამიანებს რომლებიც მომაკვდავ მშობლებთან ვერ ჩამოდიან. თქვენსავით საშოპინგოდ კი არ წასულან. წავიდნენ იმიტომ, რომ ოჯახები გადაერჩინათ.
თქვენი ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ ერთს ნიშნავს – არ გაინტერესებთ ქართველების ცხოვრება. მთავარია თქვენ იყოთ კარგად. ჩვენ თუ არა მომავალი გაქცემთ პასუხს!!!!
თათია ძიმშიტაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights