წმინდა ნიკოლოზის ციხესიმაგრე – 1833 წლის 13 ოქტომბერი
.
არხს რომელითაც პალესტომის ზღვას უერთდება კაპარჩაი ეწოდება. ჩვენ ზღვასა და არხს შორის 10 ვერსტი გავიარეთ, სანამ ზღვასთან არხის შესართავს მივაღწევდით სადაც არხი ტივზე გადავცურეთ, ამ ადგლზე მისი სიღმე 10-12 ფუტს აღწევს, ხოლო სიგანე 400-500 ფუტია. აქვე კაპარჩაი მოლთაყვას იერთებს და ორივე ერთად მხოლოდ 100 გაივლიან ზღვასთან შეერთებამდე.
.
მეორე სადგომამდე 20 ვერსტია, მისკენ მიმავლი ბილიკი ქვიშიან ზღვის სანაპიროს მიუყვება, რომლის მეორე მხარე საკმაოდ ლამაზი მცენარეულობით არის დაფარული. ბუჩქებსა და მაღალ ხეებს თანდათან ითვისებენ დაგროვილ ქვიშას და ამაგრებენ ტალღების ამ საჩუქარს. ამრიგად მთელი სანაპირო იმ ჰგავს ბასტიონს, რომელსაც ზღვის ქარი ასკდება; ამ ბასტიონის ძირში ხეები და ბუჩქები უფრო დაბალია, მაგრამ უფრო ხშირი და უფრო ძლიერი.
.
მეხუთე ვერსზე ტივით გადავკვეთეთ არეანეს მოგროსი სუფსა. ეს მდინარე დიდია და შესართავთან საკმაოდ ღრმაცაა. მეთორმეტე ვერსტზე ჩვენ ფონზე გადავლახეთ მდინარე სეფა, ეს ადგილი ჩვენს მარშრუტზე ყველაზე სახიფათოთ ითვლება. რადგანაც ფონი ხშირად იცვლება და თუ მას აცდები თქვენი მოულოდნელი გაქრობის რისკიც არსებობს. ჩვენმა გიდმა შუბის მეშვეობით გამოიკვლია ადგილი და ასე დაადგინა ფონის ზუსტი მდებარეობა.
.
სეფას ნაპირები გაშავებულია იქ დაგროვებული მცირე ზომის რკინის კრისტალებით, იგივე გვხვდება კაპარჩაის შესართავიდან ფოთამდე. ამის შემდეგ იწყება ქვიშის დიუნები, რომელთაგან ერთ-ერთზე მდებარეობს ე.წ. წმინდა ნიკოლოზის ციხესიმაგრე, რომელიც გალავნის გარეშე განლაგებული პატარა მაღლობზე, სადაც ძველი ხის კოშკის გვერდით, ნახევრად გადაბრუნებულ დამტვრეულ ლაფეტებზე დგას 5 ან 6 საცოდავი თურქული ქვემეხი.
.
ნატანები ანუ არიანეს ისისი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მოპირდაპირედ ხვდება სკარუას (la Skaroua), ციხესიმაგრეს ძირს შეოუვლის და მას თურქეთის ტერიტორიისაგან გამოყოფს. კოშკის ძირიდან იშლება მდინარის შესართავის, ასევე თურქეთის სანაპიროს და ბათუმის მთების გრძელი ჯაჭვის ულამაზესი ხედი, რომელიც ზღვის გასწვრივ მიუყვება და მთავრდება იქ სადაც ამას სიშორე აიძულებს გაქრეს მათი ფერების ჰორიზონტთან შეწყმით.
.
მხოლოდ ბუნიობისას მზის ჩასვლის დროს, შეიძლება განასხვავოთ მისი მკვეთრად გამოხატული ჩრდილით, ამ ჯაჭვის ბოლოდან შორს ჩანს ლაროსის ანუ რიზეს კონცხი, რომელიც როგორც გრძელი კუნძული ისე ამოდის ზღვიდან. უფრო შორს, თუმცა ძლივს, შეიძლება მეორე კონცხის გარჩევა, უფრო სწორად, ორი კუნძულისებური იზოლირებული წერტილისა, მათ შუაში პატარა კონცხით. სანაპიროს კარგად ცოდნაა საჭირო იმის დასადგენად, თუ რამდენად წარმოადგენენ ისინი მთლიანობაში ერთმანეთის ნაწილს.
.
ბათუმის მთების უმეტესი ნაწილი უკვე თოვლითაა დაფარული. მხოლოდ ესაა სამარისი იმის დასადასტურებლად ეს მთები იურას მთებზე მაღალია; იურას მწვერვალები იშვიათად იფარება თოვლით ოქტომბრის ბოლომდე, აქ კი უკვე სამი კვირაა რაც ბათუმის მთებზე თოვლი მოსჩანს.
.
ეს უძველესი ცანიკის ანუ ქართულად ჭანეთის მთებია. ეს რეგიონი, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი და მამაცი მოსახლეობით, ესენი არიან ლაზები ქართული რასის ერთერთი მათავარი შტო. მდინარე ჭოროხი ამ მთების შუაგულში მიედინება და ზღვაში ჩასასვლელს ჩემს ნახაზზე მონიშნულ ყველაზე გამორჩეულ კონცხებს შორის პოულობს. ჭოროხის აღმოსავლეთით ქედი ახალციხის ქედს უერთდება და მისი შეერთების ადგილი ახალციხესა და ოზუგეთს შორის შუა გზაზეა.
.
როგორც ჩანს მთათა ეს ჯგუფი ახალციხის ვულკანური წაროშობის მელაფირულ მთიან სისტემას მიეკუთვნება, რასაც ადასტურებს მისი ფორმა. სისტემის ცენტრალური ბირთვი შეიცავს გრანიტის ქანებს, რასაც ჩოხატაურში მდინარე სიფსაზე ნანახი მრგვალი კენჭები მოწმობს. ამ ჯაჭვიდან გამომავალი პატარა ქედები და ოზურგეთსა და ლიხაურში ბოლოვდება, რომლებიც მხოლოდ მელაფირული კონუსებისა და ამიგდალოიდური პორფირის გამონაზარდების გროვებია, რომლებიც თანდათანობით ეშვებიან დიდი ცენტრალური ვაკის კიდის გასწვრივ, სადაც მცირე წაგრძელებულ და ვიწრო მაღლობებს ან ბორცვებს ქმნიან.
.
წმინდა ნიკოლოზის ციხესიმაგრე ამ ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო არაჯანსაღი ადგილია. რუსები, რომლებმაც იქ ბატალიონი ჩააყენეს, იძულებულნი გახდნენ 1820 წელს მიეტოვებინათ ფორტი, მას შემდეგ, რაც ჯარისკაცების უმეტესობა ავადმყოფობამ იმსხვერპლა.
წმინდა ნიკოლოზი მხოლოდ მდინარეებით არის გარშემორტყმული, ამასვე უნდა დავუმატოთ ზღვასა და ფორტს შორისს არსებული მლაშე ჭაობი. ოდესღაც ამ ჭაობის ადგილზე მდინარე მატანები მიედინებოდა. მას შემდეგ მდინარემ მიმართულება შეიცვალა ჭაობი ორი მხარიდან ქვიშითაა შემოსაზღვრული. ეს უწმინდური ადგილი, რომელსაც ზღვა პერიოდულად ავსებს, უნებურად წარმოადგენს იქვე გაუაზრებლად განთავსებულ საკარანტინო პუნქტში მყოფთა დაავადების მთავარი წყაროს. იქ ჩასული ჯანმრთელი ადამიანები იმის დიდი რისკის ქვეშ იყვნენ, რომ იქიდან ვეღარასდროს დაბრუნდებოდნენ.
წმინდა ნიკოლოზის ციხესიმაგრე, 1833 წლის 13 ოქტომბერი.

წმინდა ნიკოლოზიs ფორტი მხოლოდ მდინარეებით არის გარშემორტყმული, ამასვე უნდა დავუმატოთ ზღვასა და ფორტს შორის არსებული მლაშე ჭაობი. ოდესღაც ამ ჭაობის ადგილზე მდინარე მატანები მიედინებოდა. მას შემდეგ მდინარემ მიმართულება შეიცვალა ჭაობი ორი მხარიდან ქვიშითაა შემოსაზღვრული. ეს უწმინდური ადგილი, რომელსაც ზღვა პერიოდულად ავსებს, უნებურად წარმოადგენს იქვე გაუაზრებლად განთავსებულ საკარანტინო პუნქტში მყოფთა დაავადების მთავარი წყაროს. იქ ჩასული ჯანმრთელი ადამიანები იმის დიდი რისკის ქვეშ იყვნენ, რომ იქიდან ვეღარასდროს დაბრუნდებოდნენ.
.
– ტექსტი – Dubois de Montperreux, Frédéric: Voyage autour du Caucase, chez les Tscherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée; Tome III. (1839)
– ნახატი – Dubois de Montperreux, Frédéric: Voyage autour du Caucase, chez les Tscherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée; Atlas ou IIe serie (1843)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა