ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრბზე გავრცელდა. შვეიცარიულმა ბანკმა ივანიშივილის ცოლს და შვილებს ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკა. ივანიშივილი ელოდება, რომ ლოდონის სასამართლოში პროცესის მოგების მიუხედვად, ვერ მიიღებს ვერც “კრედიტ სუისთან” სადაო 607 მილიონ დოლარს. ჯამში ივანიშვილის ადვოკატის აღირებით, “ოცნების” დამფუძნებელს ერთ მილიარდ დოლარამდე ფული აქვს გაყინული. ეს არის ყველაზე დიდი აქტივი რაც კი საქართველოს ფარგლებს მიღმა აქვს
24 ნოემბერს ლონდონის სააპელაციო სასამართლომ უნდა თქვას – ივანიშივლი მოგებულია თუ წაგებული. თუმცა ოლიგაქმა წინასწარ იცის, რომ ამერიკული სანქციების გამო ვერც ამ ფულს მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნების ლიდერს, რუსული ინტერესების გამტარებლის დამღა დაასვა, ამ დამღით კი მისთვის ყველა ფინანსური ინსტიტუტის კარი დაკეტილია. დღეს ივანიშივლი შეთქმულების თეორიების ახალი მწვერვალზე ავიდა და ამტკიცებს, რომ ბრძოლა უცხოეთის სპეცსამსახურებმა მის წინააღმდეგ 2008 წლიდან დაიწყეს და მისი გასანადგურებლად მისი პირადი ბანკრიც კი გადაბირიეს.








