4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დავით სტურუა ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილეებს მიმართავს და ბრძოლის გაგრძლეებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, “მარადიული არაფერია და განსაკუთრებით ის ვაჭარი და მისი ძალაუფლება, ვისაც საქართველოს იმპერატორობა მოუნდა.“
მეამაყებით და მიყვარხართ, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ ბრძოლა მამულისათვის! მარადიული არაფერია და განსაკუთრებით ის ვაჭარი და მისი ძალაუფლება, ვისაც საქართველოს იმპერატორობა მოუნდა . ჟამთა აღმწერი ვერ დაასახელებს ვერცერთ იმპერიას და ვერცერთი ადამიანს, ვინაც შეძლო მისი უზენაესობის- ქართველი ხალხის დამარცხება. 28-ში თქვენს გვერდით ვარ ბოლომდე და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ბოლომდე.
უნდა დავიტოვოთ სათქმელი შვილებთან და წინაპართა ძვლებთან. გამხნევდით, ერთადერთი რაზეც მწყდება გული, თქვენი გულდაწყვეტილი მზერაა, ესეც გაივლის, არ იდარდოთ, ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ, – წერს დავით სტურუა.








