გურიის მოამბე

ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ანდრეი იერმაკის გადადგომის ფაქტს:

📌 “უკრაინის პრეზიდენტის ოფისის სრული გადატვირთვა მოხდება. ხვალ მე გავმართავ კონსულტაციებს პრეზიდენტის ოფისის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით.”
“რუსეთს ძალიან უნდა, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება”.
📌 “მე მინდა, რომ არცერთ პარტნიორს არ ჰქონდეს შეკითხვები უკრაინასთან. მიღებულია გადაწყვეტილებები”
▪️ კაბინეტმა და დეპუტატებმა უნდა მიიღონ ბიუჯეტი, დანიშნონ ენერგეტიკისა და იუსტიციის ახალი მინისტრები და შეაფასონ ყველა მოქმედი მინისტრის მუშაობა;
▪️ СБУ (უკრაინის უშიშროების სამსახური) ჩაატარებს ანალიზს რეგიონების მიხედვით. იქნება გადაწყვეტილებები. ბევრი ნეგატივია რეგიონებიდან;
▪️ არმია. არის პრობლემები. იქნება პირადი შემადგენლობის სამართლიანი გადანაწილება ბრიგადებს შორის. იქნება გადაწყვეტილება.
🔴 უკრაინის პრეზიდენტმა დაანონსა მოლაპარაკებები აშშ-სთან. მოლაპარაკებებზე უკრაინას წარადგენენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის თანამშრომლები- „ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკან დავიხიოთ ან ვიკამათოთ“.
პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლებმა მისი სახლი გაჩხრიკეს.
უკრაინის ანტიკორუფციულ ორგანოებში ( НАБУ და САП) ინტერფაქს-უკრაინის წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან, იერმაკთან ჩხრეკის შემდეგ არავისთვის არ წარუდგენიათ ეჭვმიტანილის შეტყობინება. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
🔸 გავრცელებული ცნობით, ერმაკის ოფისში ჩხრეკის დაწყებამდე ინფორმაციას სრულად ფლობდა ვოლოდიმირ ზელენსკიც.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights