გურიის მოამბე

ანრი ჯოხაძე ოზურგეთის საახალწლო ნაძვის ხის გახსნაზე ვერ ჩამოვიდა

ოჯახური მდგომარეობის გამო, (მომღერალს დედა გარდაეცვალა) ანრი ჯოხაძემ ოზურგეთის მერიასთან შეთანხმება გააუქმა.

შეთანხმების თანახმად, ჯოხაძეს, ოზურგეთში, საახალწლო ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე უნდა ემღერა, რის სანაცვლოდაც ოზურგეთის მერია, მას, 20 ათას ლარს გადაუხდიდა.

ოზურგეთში, საახალწლო ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე, ანრი ჯოხაძის ნაცვლად, მარიკო ებრალიძე, ოთო ნემსაძე, ანა უზნაძე, სტატუს ბენდი, ჯგუფები „გორდელა“ და „შერეკილები“ მონაწილეობდნენ.

 

ოზურგეთში საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა (ოფიციალური ინფორმაცია)

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ჭადრების პარკში მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით და ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობდა: საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, თოვლის ბაბუასთან შეხვედრა და ფოტოზონები.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ.

კონცერტს, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე, მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენო მორჩილაძე დაესწრნენ.

🎼 კონცერტში მონაწილეობდნენ მარიკო ებრალიძე, ოთო ნემსაძე, ანა უზნაძე, სტატუს ბენდი, ჯგუფები „გორდელა“ და „შერეკილები“.

🎆 ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

ნათქვამია, ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights