დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დღეს ოცნების პროპაგანდისტული “იმედი” და Postv დაასანქცირა.

სულ, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სია საქართველოდან ასე გამოიყურება:

2024 წლის 19 დეკემბერი:
• ვახტანგ გომელაური – ყოფილი შს მინისტრი
• ალექსანდრე დარახველიძე – შს მინისტრის პოსტი
• სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი. ამჟამად მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი უკავია.
• ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარეცა – გდდ-ის ყოფილი უფროსი
• მილერი ლაგაზაური – გდდ-ის უფროსის [ხარებას] ყოფილი მოადგილე.

სანქცირების მიზეზი: მედიის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევა.

2025 წლის 2 აპრილი:
• მოსამართლეები: ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე

10 აპრილი: ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესდათ
• გიორგი გაბიტაშვილი – ყოფილ გენერალურ პროკურორი. ამჟამად აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს
• შალვა ბედოიძე – შს მინისტრის ყოფილი მოადგილე
• მირზა კეზევაძე – გდდ-ის ყოფილი უფროსის [ხარება] მოადგილე
• კარლო კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი

2025 წლის 19 სექტემბერი:
• ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე – ყოფილი გენერალური პროკურორი
• ლევან ვასაძე – ბიზნესმენი

სანქცირების მიზეზად დასახელდა უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერა და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელება.
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.
სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.
„ეს მხარს უჭერს იმ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს ან ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ “კონტენტს”, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ, უკრაინა და დასავლეთი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ“, – ნათქვამია სანქციების დოკუმენტში.
ცნობისთვის, დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.