პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ, მოსახლეობას მომდევნო აქციების გეგმა გააცნო. ოპოზიცია მარტის თვეში რამდენიმე აქციას, მათ შორის კანცელარიის პიკეტს და პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.
- ჩვენ 2 მარტს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად, ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას, იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა გაიგოს რეჟიმმა;
- 5 მარტს, ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას, იმისთის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს ღარიბაშვილს. რომელიც თავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშილის ხმა ისმის;
- 9 მარტს, ჩვენ ვგეგმავთ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამინის ნება-სურვილის შემსრულებელი. იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანების უფლებებს;
- 11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას, ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და უსამართლობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების მტავარ სიმბოლოდ;
- 13 მარტს, ამ აქციების ბოლოში, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად და, რა თქმა უდნა, ეს იქნება კდიევ ერთი აქცია და მარში თავისუფლებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ამ წუთებში პარლამენტის წინ აქციას მართავს.