პარლამენტის და კანცელარიის პიკეტი – როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ, მოსახლეობას მომდევნო აქციების გეგმა გააცნო. ოპოზიცია მარტის თვეში რამდენიმე აქციას, მათ შორის კანცელარიის პიკეტს და პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.

  • ჩვენ 2 მარტს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად, ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას, იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა გაიგოს რეჟიმმა;
  • 5 მარტს, ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას, იმისთის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს ღარიბაშვილს. რომელიც თავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშილის ხმა ისმის;
  • 9 მარტს, ჩვენ ვგეგმავთ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამინის ნება-სურვილის შემსრულებელი. იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანების უფლებებს;
  • 11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას, ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და უსამართლობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების მტავარ სიმბოლოდ;
  • 13 მარტს, ამ აქციების ბოლოში, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად და, რა თქმა უდნა, ეს იქნება კდიევ ერთი აქცია და მარში თავისუფლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ამ წუთებში პარლამენტის წინ აქციას მართავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share