“მე ვარ არჩეული მერი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა”

თბილისის მერი  კახა კალაძე  თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც  კახა კალაძემ  ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და პასუხისმგებლობის ღირსეულად ჩამთავრებას აპირებს.

“მე ვარ არჩეული მერი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა და ეს ჩემთვის უბრალო თანამდებობა არაა, ეს ჩემთვის თბილისისა და თბილისელების მსახურებაა. შესაბამისად, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც აღებული მაქვს, ღირსეულად ჩავამთავრო”, – განაცხადა კალაძემ.

https://www.interpressnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share