გურიის გუბერნიამ ახლახანს დაადასტურა, “გუშინ გურიის” მოამბეზე გასული წერილი, სადაც გატყობინებდით, რომ გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას, კორონავირუსი დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, თავდაპირველად გუბერნატორის ტესტმა საეჭვო პასუხი აჩვენა, ამის გამო საჭირო გახდა ტესტის თავიდან გაკეთება, გვიან ღამით კი დადასტურდა, რომ ზურაბ ნასარაიას კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა.
მოხდა შენობის სანიტარული დამუშავება, 10 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადასული- ამის შესახებ განცხადება ამ წუთებში გუბერნიაში გაკეთდა.