“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მორიგი თავდასხმა ოპოზიციას – პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიცია ცარიელი ხელებით, ქუჩაშია დარჩენილი, მმართველი გუნდი კი “სავსე ხელებით ჩადის ბრიუსელში”. ამის შესახებ კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
პრემიერი [ბრიუსელში] მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით, ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.. უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, – ამბობს კობახიძე.