ტერენტი გრანელის ლექსით ემშვიდობება ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ყურაშვილი, ამავე სკოლის ყოფილ მოსწავლეს, გომისმთაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 24 წლის ვაჟა ანდღულაძეს:
„ეს გაზაფხული და ეს მინდორი,
მიხმობს უმიზნო ხეტიალისთვის,
მაღლა გაფრენა მე მოვინდომე,
რადგან მიწაზე სული არ იცდის…
და ასე ფიქრი უფრო ძნელია,
როცა თვალები ნათელს უცდიან,
ღმერთო, ჩემს ირგვლივ რა სიბნელეა,
ღმერთო, ჩემს ირგვლივ რა ბურუსია?!“
/ტერენტი გრანელი/
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს გომის მთაზე 4 ახალგაზრდა სანადიროდ წავიდა. მოულოდნელად შეცვლილი ამინდის-ქარბუქისა და ძლიერი თოვის გამო ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. სამის გადარჩენა კი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა შეძლეს.