ჟოზეფ ბორელი – მე არ მითქვამს, რომ კრისტიან დანიელსონი დაბრუნდება საქართველოში

მე არ მითქვამს, რომ კრისტიან დანიელსონი დაბრუნდება საქართველოში. მე ვთქვი, რომ შუამავლობის ძალისხმევა გაგრძელდება, მაგრამ არ მითქვამს, სპეციფიკურად როგორ, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორელის თქმთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში შესაძლოა, დაბრუნდეს ან არ დაბრუნდეს.

„ის ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენელია. ვნახოთ, როგორ შეიძლება ვიყოთ უფრო ეფექტურები, მაგრამ ეს შუამავლობა არ დასრულებულა. ის გაგრძელდება. ჩვენ გვჭირდება, რომ გაგრძელდეს, რადგან საქართველო არ უნდა იყოს ორმხრივ პოლარიზაციაში, რომელიც მთავრობას არ აძლევს საშუალებას მუშაობისას. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, რათა წინ წაიწიოს მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც მათ უნდა შეასრულონ. ამიტომ, შუამავლობა გაგრძელდება და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას იხელმძღვანელონ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესებით და მიაღწიონ საჭირო პოლიტიკურ შეთანხმებას, რათა მათ წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხონ“, – განაცხადა ბორელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share