კანდელაკი ტელეგრამზე წერს, რომ აქციის მონაწილეებმა “სამარცხვინო დამოკიდებულება” გამოავილეს ადამიანის მიმართ, რომელსაც “საქართველო მთელი გულით უყვარს”.
“მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისის სასტუმროსთან, პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენ, ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით სტუმართმოყვარეობით და შეიძლება, ბევრ რამეში შეიტანო ეჭვი, მაგრამ არა იმაში, რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. ეს ჩვენი აღზრდისა და დამოკიდებულების ნაწილია ბავშვობიდან. ახლა კი ვხედავ, რომ ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს.
მან საქართველოს შესახებ უფრო ბევრი იცის, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც მოულოდნელად გადაწყვიტა, თავისი უპატივცემულობა გამოეხატა მის მიმართ. ძალიან ვწუხვარ, რომ არ გამოინახა არც ერთი ადამიანი, რომელიც ამ […] ხალხს გამოათრევდა და გააგდება ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იქ [გაათრევდნენ], სადაც ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ფესვებს და სძულთ საკუთარი წარსული, რომელიც გაცვალეს წუთიერ პოლიტიკურ ამბიციებზე”, – წერს კანდელაკი.