დღეს თბილისში გია გაჩეჩილაძის დაგეგმილ აქციას, რომელიც ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იყო მიმართული, ჟურნალისტი თამარ კეშელავა ეხმაურება და წერს: “იფიქრეს, იფიქრეს და ქართველებს ქართველები 9 წლის მერე, 9 აპრილს გააპროტესტებინეს! არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვინ მოსწონს, 9 აპრილს ქართველმა ქართველი გააპროტესტა თბილისში – რა შეიძლება დაგვემართოს ამაზე სამარცხვინო? 9 აპრილს ერთად მდგომი ქართველები დახოცეს, დაჩეხეს და რუსთაველზე დაყარეს! ამ ცხრა აპრილს გააპროტესტებინეს ქართველს ქართველი! პროტესტი რომ გულწრფელი ყოფილიყო, ივანიშვილის რეზიდენციასთან უნდა მისულიყვნენ! ყასიდად მაინც ეთქვა საპატრიარქოს, ამ მძიმე მარხვაში, გლოვის დღეს, ქართველების დახოცვის დღეს, ქართველი ქართველს ნუ გააპროტესტებთო, ყასიდად მაინც ეთქვა, პირიქით, ხალხო, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არ დაიხოცოთ, დაგეხმარებით, სანამ ფულში ჩავიხრჩვიო! წითელი პარასკევი იდგა დღეს ენგურის ხიდზე, რა გგონიათ, ხალხო, წითელი პარასკევი თქვენ, ყველა დღე წითელი პარასკევია, როცა უფლის მოკვლას ვეცდებით საკუთარ თავში… მარტო იდგა რამდენიმე ათეული, მომტირალი, გაწამებული ადამიანი, სანამ ქართველი ქართველს აპროტესტებდა! მარტო იდგა რამდენიმე ათეული ადამიანი დღეს ენგურის ხიდზე და ჩვენ გვტიროდა, ჩვენ ვინც უფლის მოკვლა დავიწყეთ ჩვენ თავში, ქართველის მოკვლა დავიწყეთ ქართულ სულში! ენგურის ხიდზე იყო დღეს 9 აპრილი, სხვაგან არსად”!-წერს ჟურნალისტი.