ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება. პარტიის ყრილობაზე ასევე ირჩევენ გენერალურ მდივანს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს.
თანამდებობები პარტიაში მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ევროპული საქართველო ასევე დატოვეს გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა.