“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ მოსახლეობაში სურსათ სანოვაგის დარიგების მცდელობას ეხმაურება და აცხადებს:
დავით მჟავანაძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – “გაერთიანებული ოპოზიცია”: – საზოგადოებისგან ნდობა დაკარგული “ქართული ოცნება” ყოველგვარ ზღვარს გადაცდა და ისინი დღეს ასლან აბაშიძისეული მეთოდებით ცდილობენ არჩევნების მოგებას ზუსტად იციან, რომ მათი მმართველობის შედეგად ხალხი გაღარიბდა, მათი მმართველობის დროს ხალხი შიმშილობს დღეს და სწორედ ამისთვის მოიმარაგეს კარტოფილები, ხახვი, ბრინჯი და მაკარონი და ფიქრობენ, რომ ამით გავლენ ფონს და მოიგებენ არჩევნებს, მაგრამ მათ ვპირდები, რომ ძვირად დაუჯდებათ ქართველი ხალხის გაღარიბება და ვერანაირი კარტოფილი და ხახვი ვერ გადაწონის მათ, რაც ქართველ ხალხს გაუკეთეს და ჩვენი მოთხოვნაა რომ შეწყდეს მსგავსი დანაშაულებრივი მეთოდებით ადამიანებზე მანიპულირება და შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ქართველ ხალხს, რადგან კარტოფილზე, ქართველი ხალხი ხმას ნამდვილად არ გაცვლის.
უთხრა მჟავანაძემ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის უფასო სასადილოში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.