საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
24 აპრილის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 770 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 770 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 63, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი –40, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი –115, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი –26, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ვირუსის 1250 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.