ამ წუთებში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცენდენტო სქემა, რომელშიც არასრულწლოვანი ბავშვებიც ჰყავდათ ჩართული.
“ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირები იქნენ დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე. აღნიშნული ოპერაცია უპრეცედენტოა ვინაიდან სქემაში ჩართული იყო არასწულწლოვანი ბავში, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე ახდენდა ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას შემდგომი გასაღების მიზნით, გამოძიება 260-ე მუხლით გრძელდება, აწარმოებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი”. – ადასტურებს უწყება
საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნარკორეალიზაციის საქმეში ბავშვები ფიგურირებენ.