პროექტი საქართველო 2020 – “მთავარმა” რუსეთის ГРУ-ს გასაიდუმლოებული დოკუმენტი მოიპოვა

ქართული ოცნების რუსული სპეცოპერაცია- “მთავარმა არხმა”რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტი მოიპოვა, სადაც გაწერილია დეტალური გეგმა როგორ უნდა გააქტიურდეს წინასაარჩევნოდ ანტი დასავლური, ანტი თურქული და პრორუსული განწყობები.

დოკუმენტში საუბარია ე.წ 2012 წლის ეფექტზე, რომლის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობაზე, პატრიოტული გრძნობებით უნდა ითამაშონ და პირდაპირ დასახელებულია დავით გარეჯი. ასევე დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ე.წ პოლიტ-ელიტა რომელმაც რუსული გეგმა სისრულეში უნდა მოიყვანოს.ოპერატიული ანგარიში სახელწოდებით-“საქართველო 2020” და გრიფით სრულად კომფედენციალურია.

ეს დოკუმენტი “მთავარ არხს” სანდო წყარომ მიაწოდა და ის შედგენილია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში, ანუ “გერეუში” და მას ადევს გრიფი, სრულიად კომფიდენციალური და არის ოპერატიული მოხსენება.

დოკუმენტი დათარიღებულია 2017 წლის დეკემბრით და მისი სახელწოდებაა- “პროექტი საქართველო 2020.” ჩვენთვის ცნობილია რომ ეს დოკუმენტი მოპოვებულია საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურების მიერ, მათშორის საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მიერ და მაღალი ალბათობით ეს დოკუმენტი საქართველოს უშიშროების მაღალი ჩინოსნების მაგიდაზეც უნდა იდოს.

ნიშანდობლივია რამდენიმე საკითხი, როგორიცაა დავით გარეჯის თემა:

“არჩევნებისთვის პოლიტ-ტექნოლოგიურად მომგებიანი იქნება აიწიოს კონკრეტული საზოგადოებისთვის მტკივნეული თემა(2012 წლის არჩევნების ეფექტი) უნდა მოხდეს ამ თემის გადაწყობა კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის და საჭირო გზავნილებისგავრცელება ნებისმიერი ეფექტური გზით. (აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთოს აქტიური ღონისძიებების სხვა ინსტრუმენტებიც) სავარაუდო თემებია: თურქული ოკუპაცია, ოკუპაცია აზერბაიჯანის მხრიდან – გარეჯი, ასევე, დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში”, – წერია დოკუმენტში.

ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში გაშიფრულია ის ადმიანები, რომელთა გამოყენებაც პოეტენციურად რუსულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ. ჩამონათვალში მოხვდნენ ის სასულიერო პირები, რომლებიც დავით გარეჯის საქმეში “ბრალმდებლები” არიან, აქვე მოხდა ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც, რომელიც “ოქროს მოწმედ” ითვლება.

“ადგილობრივი პოლიტ-ელიტა, რომელიც ფარულად მხარსგვიჭერს, მაგრამ არ შეუძლია ამის ღიად განცხადება, თუმცა შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე და ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯებზე, ამ მიმართუელბით, რეკომენდირებულია გავააქტიუროთ უკვე არსებული ოპერატიული არხები: ლაშა ნაცვლიშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კახიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი ( მიუხედავად დაკარგული პოზიციებისა) გიორგი ვოლსკი, ზურაბ აბაშიძე, დავით საგანელიძე. 

ოპერატიული შენიშვნა: უსაფრთხო–ოპერატიული კავშირის დასამყარებლად მიჰყევით “ცენტრის მკაცრ” მითითებებს “, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მმართველმა გუნდის რიტორია ამ თემასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი იყო და ისინი თავს “მთავარ არხს” ესხმიან.

“რუსული მედია, გლავკანალი მეკითხება, რუსულ წყაროებზე. რუსული თემა გადის თქვენი ტელევიზიის ხაზზე და დღეს ეს ხალხი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობს. დავით გარეჯა ჩააბარეს და დღეს რუსულ ნარატივზე ესაუბრებიან ვიღაცას”, – თქვა გია ვოლკსიმ.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, წყარო თვითონ “მთავარმა არხმა” შემქნა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share