აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან დაწყებულ დაკავებების სერიას ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე ეხმაურება: “სანამ პარლამენტში შესული ოპოზიცია კაბინეტების გადანაწილბით არის დაკავებული პარლამენტს გართ დარჩენილებისთვის ხელსუფუფლება კანონს ამკაცრებს რომ აღარავინ გაბედოს ოლიგარქის წინააღმდეგ პროტესტი. თუ ეს მეთოდი არ გაამართლებს უარესსაც იზამს რადგან იცის შუაზე გაყო ოპოზიცია და ვინც ვერ დაიმირჩილა იმისთვის ზომებს გაამკაცრებს. იძახეთ ახლა ჩვენ გავიმარჯვეთ და ოცნება რაის 43 პროცენტის ამღებიაო. ვერც აქამდე იღებდა მაგრამ არაფერში შეშლიათ ხელი შედეგები სათავისოდ გადაეჯღაბნათ”-წერს მჟავანაძე.