საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები განიხილეს.
„შეხვედრა აღინიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Socar Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი ესწრებოდა.