🛑 „პასუხისმგებლობა ავიღოთ ერთადო. მომიტევეთ, მაგრამ ვინც ხელი მოაწერა ამ „საჭურის“ დოკუმენტს, პასუხისმგებლობაც იმან აიღოს.
🛑 იმ ოპოზიციის ჯგუფის ნაცვლად ვერაფრით ავიღებ პასუხისმგებლობას, რომელმაც ციხეში ჩატოვა პოლიპატიმარი, ხოლო ამნისტიით თავისუფლდებიან დამნაშავეები.
🛑 სამომავლოდ ოპოზიცია ცხადია განაგრძობს ბრძოლას. რაც შეეხება ახალ ინიციატივას „მესამე ძალის“ შექმნის შესახებ; ნებისმიერი ახალი ძალა და ცენტრი იქმნება იმის მიხედვით, როგორც ხალხი დაგინახავს.
🛑 დღევანდელ გაშიშვლებული, ნაჩქარევად ხელმომწერი და უპრინციპო ოპოზიციონერთა ჯგუფი „მესამე ძალას“ ვერ შექმნის.
🛑 მოშიმშილე ქართველ ხალხს სჭირდება გათავისუფლება ოლიგარქიული მმართველობისგან და სასამართლო კლანისგან;
🛑 ქართველი ხალხი ვისშიც დაინახავს პრინციპულ ოპოზიციას, ვინც იქნება რეფორმების და დასავლური ღირებულებების ავანგარდში, ის იქნება „მესამე ძალა“!”
თაკო ჩარკვიანი,
პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე,
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი”.
05.05.21