„ცესკოს“ პრეს-სპიკერის განმარტებით, 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა არის 19,41%, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველს ნიშნავს.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ N19 საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს. ამ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობაა 28,3%. ამასთან, ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ აჭარაში ფიქსირდება (11,8%).
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.